პროექტი


პროექტი
ოჯახში მოხმარებული ელექტრული ენერგია
პრობლემა:
უმრავლეს შემთხვევაში ოჯახში არ ხდება ენერგიის დაზოგვა (ხშირად ანთია ნათურები, ჩართულია სხვა ელექტროხელსაწყოები, როდესაც ისინი საჭირო არ არის და სხვ.)
პროექტის მიზანი:
ოჯახში მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძიება
პროექტის ამოცანები:
1)      ოჯახში მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულების დადგენ
2)     ენერგიის დაზოგვის გზების განსაზღვრა
პროექტის საქმიანობები:
ა)ჩამოვთვალოთ ოჯახში ელ. ენერგიის მომხმარებელი მოწყობილობები;
ბ)გამოვთვალოთ, რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული მოწყობილობა ერთი თვის განმავლობაში.
გ)მონაცემები წარმოვადგინოთ ცხრილის სახით.
დ)დავადგინოთ ელ. ენერგიის ღირებულება და წარმოვადგინოთ სვეტოვანი დიაგრამის სახით.
ე) ცხრილისა და დიაგრამის ანალიზის საფუძვილზე შევიმუშავოთ ელ. ენერგიის დაზოგვის გზები.
ე)ჩამოვწეროთ, რა საშუალებით დავზოგავთ ენერგიას.
ვ)ვიანგარიშოთ რა ეკონომიას მისცემს ეს ჩვენს ოჯახს.
შედეგები:
ა)მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას სხვადასხვა სახით,
ბ)შემცირდება ენერგიის ხარჯი, რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია, გაიზრდება ოჯახის ბიუჯეტი.
გ)მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას. შესაბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბით.

შეფასება: მოსწავლის შეფასებისას ვაქცევთ ყურადღებას :
              *პრობლემა სწორად არის თუ არა წარმოდგენილი,
*პროექტის მიზანი არის, თუ არა მკაფიო და მიღწევადი პრობლემის გადასაჭრელად.
              *ამოცანები სწორად არის თუ არა განსაზღვრული.
              *რესურსები სწორად არის თუ არა შერჩეული.
                       
პრეზენტაციის დროს მოსწავლე:
              *ნათლად აყალიბებს პროექტის არსს,
              *მკაფიოდ მეტყველებს,
              *აღწერს პროექტზე მუშაობის პროცესს,
              *თანაკლასელებს აცნობებს სამუშაოს შედეგებს,
              *აკეთებს ცხრილების, დიაგრამებს, ჩანაწერების სრულყოფილ ანალეიზს,
              *ითვალისწინებს მასწავლებლისა და თანაკლასელების მითითებებს.
თვითშეფასება.












No comments:

Post a Comment