გაკვეთილის მთავარი თემა
|
ბერკეტი
|
სწავლების საფუძველი
|
VIII კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
24
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
|
მოსწავლეს შეუძლია სხეულთა წონასწორობის და მარტივი მექანიზმების მოქმედების
პრინციპის დახასიათება. მოსწავლე ამზადებს ბერკეტის მარტივ მოდელს, გამოთქვამს ვარაუდს
მისი მოქმედის პრინციპის შესახებ და ამოწმებს ცდით.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ექსპერიმენტის საშუალებით მოსწავლეები დაადგენენ ბერკეტის წონასწორობის
პირობას.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეს შეუძლია ცდების საშუალებით გამოიკვლიოს სხეულთა წონასწორობის
სახეები, შეადაროს ისინი ერთმანეთეს და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები, იცის მომენტების
წესი.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ჰოლისტური შეფასების რუბრიკა. განმავითარებელი და აღწერილობითი შეფასება.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, ფანქარი, კალამი, სახაზავი, საყრდენი,
ტვირთების ნაკრაბი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა-1.საშინაო დავალების პრეზენტაცია-10 წთ-ინდივიდუალური აქტიობის
აღწერა-მოსწავლე წარმოადგენს საშინაო დავალების პრეზენტაციას, დანარჩენები უსმენენ
და ამოწმებენ საკუთარ ნამუშევარს განხილულის მიმართებაში. საჭიროების შემთხვევაში
სვამენ შეკითხვებს.
აქტივობა-2.-კითხვა-პასუხი.-15წთ.-მოსწავლეთა ორგანიზება-მთელი კლასი.
აქტივობოს აღწერა- მოსწავლეები იხსენებენ
წინა მასალიდან მომენტების წესს და მის გამოყენებას მარტივ მექანიზმებში,
აკვირდებიან სახელმძღვანელოში მოტანილ
სურათებს, კითხვა-პასუხების მეშვეობით
მსჯელობენ და უნდა დაასკვნან,
რომ ბერკეტის საშუალებით შესაძლებელია დიდი მასის ტვორთის აწევა.
აქტივობა-3. ექსპერიმენტული სამუშაო-15წთ-მოსწავლეთაორგანიზება-ჯგუფური
აქტივობის აღწერა-მოსწავლეები მოწოდებული ინსტრუქციის მიხედვით უნდა
ჩაატარონ ექსპერიმენტული სამუშაო,გაზომვისა და გამოთვლის შედეგები შეიტანონ ცხრილში,
მოახდინონ ცხრილის ანალიზი და გამოიტანონ დასკვნა ბერკეტის წონასწორობის პირობის
შესახებ.
საშინაო დავალება.მე-8 კლასის სახ-ლო$2.6,სშინაო ცდა -ძალის „მოგებაზე“
დაკვირვება.
|
მოსწავლეთა შეფასების ჰოლისტური რუბრიკა
არადამაკმ. 1
|
დამაკმ. 2
|
კარგი. 3
|
ძალიან კარგი. 4
|
არასწორად აყალიბებს მიზანს,ვერ ჩამოთვლის საჭირო
მასალებს. უჭირსბარაუდის გაკეთება, ვერ აღრიცხავს მონაცემებს.ვერ აკეთებს მონაცემთა
ანალიზს.
|
ნაწილობრივ სწორად აყალიბებს მიზანს, ჩამოთვლის საჭირო
მასალის ნაწილს. აყალიბებს, მაგრამ ვერ ასაბუთებს თავის ვარაუდს. ჩამოთვლის კვლევის
პროცესის ზოგიერთ ეტაპს. აღრიცხავს მონაცემებს ნაწილობრივ და უსისტემოდ. აკეთებს
მონაცემთა ნაწილობრივ ანალიზს.
|
აყალიბებს მიზანს სწორად განსაზღვრავს ცვლად და დამოკიდებულ
სიდიდეებს.ჩამოთვლის ძირითად საჭირო მასალას. აყალიბებს და ნაწილობრივ ასაბუთებს
თავის ვარაუდს. ჩამოთვლის კვლევის პროცესის ძირითად ეტაპეპს. აღრიცხავს მონაცემებს
ზუსტად, მაგრამ უსისტემოდ. აკეთებს მონაცემთა ანალიზს.
|
სრულყოფილად აყალიბებს მიზანს. განსაზღვრავს სპეციფიკურ
დეტალებს.ჩამოთვლის ყველა საჭირო მასალას და აღჭურვილობას. აყალიბებს და ასაბუთებს თავის ვარაუდს. დეტალურად ჩამოთვლის
კვლევის პროცესის ეტაპეპს. აღრიცხავს მონაცემებს სრულად და სისტემურად. აკეთებს მონაცემთა
ანალიზს და წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების გამოყენებით.
|
No comments:
Post a Comment